დახურული შახტები და მეშახტეების მოთხოვნა

რა ბედი ელის 1400 ადამიანს, რომელიც შახტის დახურვის შემთხვევაში უმუშევარი დარჩება.

მეშახტეები პირველ ეტაპზე ანაზღაურების მიღების, შემდეგ კი სამუშაო ადგილის შენარჩუნების გარანტიებს ითხოვენ. კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროცესში პროფკავშირები გეგმავენ ჩართვას და ფართო მასშტაბიან აქციებსაც აანონსებენ. საკითხებზე კომპანიასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დასაქმებულების გასამრჯელოსა და შრომის უსაფრთხოების შესახებ, დეტალები გაირკვევა.

დატოვე კომენტარი