გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. ირკვევა, რომ მან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომობილები საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის რეჟიმში დაადეკლარირა და დაინტერესებულ პირებს გადასცა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ დაკავებულს უკვე ჰქონდა ინფორმაცია უკანონოდ მოპოვებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.