ჩხრეკა და სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში – ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით ხუთი ადამიანია დაკავებული. თუ სუს-ის ინფორმაციას დავეყრდნობით, სოფელ დუისისა და ქორეთის მცხოვრებლები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში იყვნენ გაწევრიანებულები და მალე სირიაში წასვლას აპირებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რაიმე მტკიცებულება დღეს არ გამოუქვეყნებია. თუმცა გამოძიების მასალებში ნახსენებია კონსპირაციული შეხვედრები, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი მიმართვები, რომლებსაც, სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები ავრცელებდნენ. სოციალურ ქსელში დაკავებულთა გვერდები არ იძებნება.
გამოძიებას ის ადამიანიც ჰყავს იდენტიფიცირებული, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, დაკავებულები ტერორისტულ ორგანიზაციაში გააწევრიანა. სპეცოპერაციის დროს აყვანილთა ახლობლები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირებს გამორიცხავენ და დაკავების საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ.