საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი ფოტოხაფანგმა დააფიქსირა, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიების ჩატარების შედეგად დაკავებულია ხუთი პირი. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.