შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის პირველი სასაზღვრო სექტორის სარფის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.