დაკავება საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით

18:10, 19.01.2019

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის პირველი  სასაზღვრო სექტორის სარფის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი  პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი