პოლიციამ სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზუგდიდში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.