შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის თბილისში სამი პირი დააკავეს. 1989, 87 და 69 წელს დაბადებულ პირებს, რომელთაგან ორი წარსულში ნასამართლევია, ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.