დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ირანის მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა ის გარდაბნის რაიონში, თბილისის ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ მისგან 6 შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი ამოიღო, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზა უკვე დაინიშნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.