შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავების ოპერაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კუსტარულად დამზადებული „მეტადონის“ შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.