დაკავება არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით
პოლიციამ ვანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.