გამოკითხვა გორის პოლიციაში

15:22, 22.10.2019

საკუთარი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანი გოგონას ქმარს ბრალი წარედგინა.

მიხეილ დვალიშვილს გამოძიება არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სექსუალური კონტაქტის დამყარებას ედავება. კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დედას 8 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მოკლული ბავშვის მამა კი დღეს, ადვოკატთან ერთად გორის პოლიციაში მივიდა.

საქმის დეტალებს ნინო ფისაძე არკვევს.

მსგავსი