ძალადობის ფაქტი არასრულწლოვან გოგონებს შორის

შემაძრწუნებელი კადრები, რომელმაც დღეს მთელი ქვეყანა შეძრა – არასრულწლოვანი გოგონა თანატოლებისგან ფიზიკური ძალადობის და ბულინგის მსხვერპლი გახდა.

თავდამსხმელებიც გოგონები არიან. მათ მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ და შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აყენებენ ისინი მერვე კლასის მოსწავლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, როგორ ამცირებენ და როგორ აიძულებენ საკუთარ თავზე უხამსი სიტყვების თქმას. ფაქტი უკვე გახდა გამოძიების საგანი. სკოლა, სადაც დაზარალებული სწავლობს, პასუხისმგებლობას იხსნის – შემთხვევა სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე და სასწავლო საათებში არ მომხდარა. არასრულწლოვნები დაკითხული არიან. ძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტის მონაწილეების და მსხვერპლის ასაკიდან გამომდინარე, ძალადობის ამსახველი კადრები, ასევე ხმა ჩვენს რეპორტაჟში დაფარული იქნება.