არასრულწლოვანთა ნიშნობის და ქორწინების შემთხვევები

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი ხდება.

გამოძიება ადგენს, გახდა თუ არა არასრულწლოვანი გოგონა იძულებითი ქორწინების მსხვერპლი. საუბარია 14 წლის გოგონას და 22 წლის ბიჭის ნიშნობის ამსახველ ფოტო-მასალაზე, რომელზეც ცალკე მოკვლევას აწარმოებს სახალხო დამცველის აპარატიც. ომბუდსმენი სამართალდამცავი უწყების გარდა რეაგირებას ითხოვს ბავშვზე ზრუნვის ორგანოდანაც. ორივე ოჯახი ნიშნობის ფაქტს უარყოფს, თუმცა სადღესასწაულო სუფრაზე დაფიქსირებული რამდენიმე დეტალი ნიშნობის ფაქტს ადასტურებს.

დატოვე კომენტარი