ვიზიტი, რომელმაც აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში დაძაბულობა გაზარდა, დასრულებულია. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ, ტაივანი დღეს დატოვა. ვიზიტი ჩინეთის ხელისუფლების მუქარისა და გაზრდილი სამხედრო აქტივობის ფონზე შედგა.
ნენსი პელოსის კუნძულზე ყოფნის პარალელურად, ჩინეთმა ტაივანის სრუტეში სამხედრო ავიამზიდები გაგზავნა და სამხედრო-საზღვაო წვრთნების დაწყება გამოაცხადა. პელოსიმ კუნძულზე ჩასვლის მთავარ მიზნად კომუნისტური ჩინეთის მეზობლად მდებარე დემოკრატიული ტაივანის მხარდაჭერა დაასახელა.
ჩინეთის პოზიცია კი უცვლელია, ოფიციალური პეკინი ვიზიტს სუვერენიტეტის ხელყოფად აფასებს და საპასუხო ზომებს აანონსებს, რაზეც პასუხისმგებლობას შტატებისა და ტაივანის ხელისუფლებას აკისრებს.