ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. 82 წლის პელოსი პირველი ქალია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. ის მუშაობას კონგრესში, კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.
წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის, სავარაუდოდ, კევინ მაკარტი შეცვლის. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, სენატში „დემოკრატებს“ 50 მანდატი ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის გადამწყვეტი ხმით, მათ უმრავლესობა ექნებათ. ჯერ გაურკვეველია ჯორჯიის შტატის შედეგი, სადაც მეორე ტური დაინიშნა.