ბაგებში, საბაგიროსთან დაჭრის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ორი პირი. ერთი დაკავებულია დაჭრის ბრალდებით, მეორე კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, დაკავებულმა საბაგიროს თანამშრომელს, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.