ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე 

19 წლის სპორტსმენის დაღუპვის საქმეზე დაკავებულების ნაწილს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. ძიება ორ ეპიზოდზე, ნარეკვავსა და ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ინციდენტებზე მიმდინარეობს, ამ უკანასკნელში კი მორაგბეების მონაწილეობა იკვეთება. 17 დაკავებულიდან სამი არასრულწლოვანია. ერთ-ერთი მათგანის ოჯახი სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს, საქმეში ერთვება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც.

რაც შეეხება უკვე ბრალდებულებს, მათ უფლებადამცველებს საქმის მასალები უახლოეს საათებში გადაეცემათ. უკვე ცნობილია დაკავებულების ნაწილის პოზიციაც. თემაზე ხათუნა გაგნიძე მუშაობს – აღიარებენ თუ არა ბრალს დაკავებულები?