დაპირისპირება დმანისში

ვითარება კვლავ დაძაბულია დმანისში.

დილიდან გადაკეტილია რაიონთან დამაკავშირებელი მთავარი გზა, სადაც შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები. ისინი დაკავებულებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას გეგმავდნენ და დმანისის ცენტრისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მყოფი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირველი არხის გადამღებ ჯგუფს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს. აუცილებელი გახდა ვითარებაში პოლიციის ჩარევა.

რა ვითარებაა ადგილზე ამას რუსუდან ლოლაძე გვეტყვის.