ვაზისუბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ახალგაზრდა ქალი დაჭრეს ვაზისუბანში. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქალს დაზიანებები მეზობელმა, შუახნის მამაკაცმა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის ინფორმაციით, 27 წლის ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და გადაუდებელი მდგომარეობების განყოფილებაში რჩება. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.