თამბაქოს მოხმარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება. ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება. ასევე იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ავტომობილშიც, თუ ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანა ხდება. ამასთან, თამბაქოს მოწევის აკრძალვა მოხდება კატერშიც.
ცვლილებებიდან გამომდინარე, იგეგმება ჯარიმების დაწესება. კერძოდ, ტაქსსა და კატერში თამბაქოს მოწევისთვის ჯარიმა – 200 ლარი იქნება, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას თამბაქოს მოხმარებისთვის მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.