საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების წესი იცვლება. 1-ლი ნოემბრიდან ჯანდაცვის სერვისები ე.წ. დიარჯი, ანუ დიაგნოზთან შეჭიდული მეთოდით დაანგარიშდება. შედეგად, კონკრეტული ოპერაციის ღირებულება ყველა კლინიკაში გათანაბრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსების შემდეგ, პაციენტის ხარჯი ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ერთნაირი იქნება. ამ წუთებში, სფეროს წარმომადგენლები სწორედ დაფინანსების ახალ მოდელზე მსჯელობენ.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.