დიაბეტის მართვის პროგრამაში ცვლილებები შედის – საუბარია ბავშვების მკურნალობის დიაგნოსტიკაზე და მათთვის საჭირო მასალების გაცემაზე. ახალი გადაწყვეტილებით, იზრდება დაავადების სამკურნალო პრეპარატებსა და მასალებზე ხელმისაწვდომობა. თუ მანამდე რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს დიდ ქალაქებში უწევდათ ჩასვლა, ახლა უკვე შესაბამისი მედიკამენტები და სამკურნალო საშუალებები უფრო მეტ აფთიაქში იქნება გადანაწილებული. მომავალში დაგეგმილია სისხლში გლუკოზის მონიტორინგის გაუმჯობესებული სისტემების შემოტანაც, რასაც პაციენტების მშობლები წლებია, ითხოვენ. დღეისთვის ხელმისაწვდომ სისტემებში არსებული ხარვეზები დიაბეტის მართვის პროგრამის მონაწილე პირებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.