ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ, ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ მოეწერა. მსოფლიოს წამყვანი უცხოური საავადმყოფოების წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან. მთავრობის ახალი პროგრამა წელიწადში დაახლოებით 300-მდე ბავშვის მკურნალობას სრულად დააფინანსებს.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.