ჯანდაცვის კომიტეტზე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. საქმე ეხება მოქალაქეების საპენსიო დანაზოგის დაბალ, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში განთავსებას. თუ აქამდე მოქალაქეებს სასურველი პორტფელის ასარჩევად ვადა ექვს სექტემბრამდე ჰქონდათ, ცვლილებების მიხედვით, თარიღი იცვლება და არჩევანის გასაკეთებლად, ბოლო ვადად 2028 წლის პირველი იანვარი განისაზღვრება. მანამდე საპენსიო სქემაში ჩართული ყველა მოქალაქის დანაზოგი დაბალრისკიან პორტფელში რჩება.
შალვა სუმბაძე ესწრებოდა განხილვას და ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – საინტერესოა, რა ბედი ელის იმ მოქალაქეების დანაზოგს, რომელთაც პორტფელის ცვლილების თაობაზე სააგენტოსთვის არ მიუმართავთ.