ცვლილებები ბრიტანეთის სამეფო ოჯახში

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ. ამის შესახებ ნათქვამია სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. წყვილი აღნიშნავს, რომ სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გეგმავენ.

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი გასულ შობას სამეფო ოჯახთან ერთად არ შეხვედრია, მოგვიანებით კი წყვილი ვალდებულებისგან მცირე ხნით გათავისუფლდა და დრო შვილთან ერთად კანადაში გაატარა. ეს განცხადება სწორედ მათი კანადიდან დაბრუნების შემდეგ გავრცელდა.

თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.