კაია კალასი – ვიმუშავებთ სირიასთან ასოცირების განახლებული შეთანხმების შემუშავებისთვის, მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება

21:38, 16.11.2026

ყველა ამბობდა, რომ სირიასთან ურთიერთობა გვჭირდება, რადგან თუ ჩვენ არ ჩავერთვებით, ამას სხვა მოთამაშეები გააკეთებენ, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება 2008 წელს შედგა, მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა, ამიტომ კითხვა იმაში მდგომარეობს, საჭიროა თუ არა მასში ცვლილებების შეტანა, წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა

მისი თქმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბევრი წინადადება წარმოადგინეს და ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ.

„თქვენ იცით, როგორ მუშაობს ევროკავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას დრო დასჭირდება. ამიტომ, კომპრომისი იქნებოდა, თუ ხელს მოვაწერდით 2008 წლის შეთანხმებას. ეს ჩარჩო იქნება იმისთვის, რათა ყველა ის საკითხი განვიხილოთ, რაც მათსა და ჩვენს ინტერესებში შედის. ამავდროულად კი, საბჭოსთან ერთად ვიმუშავებთ განახლებული შეთანხმების შემუშავებისთვის. წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის, ის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს. ასევე, უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ასადის რეჟიმის დროს აღიარეს. წევრმა სახელმწიფოებმა ბევრი წინადადება წარმოადგინეს, ასე რომ, ახლა სამუშაო ჯგუფები ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ, თუმცა ჩვენ წინ წავიწიეთ“,- განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი