რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში ამ დროისთვის ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი აცხადებს, ამ პაციენტებიდან საყურადღებოა ხანდაზმული ქალის მდგომარეობა. ათი კოვიდინფიცირებულიდან ექვსი პაციენტი ზუგდიდელი ტრაილერის მძღოლის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან.
რაც შეეხება ცხელებით შეყვანილ პაციენტებს, დღეს 7-8 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად. გუშინ ოთხი იყო გაგზავნილი და მათი პასუხები უარყოფითი იყო. სულ რუხის საავადმყოფოში 23 პაციენტი მკურნალობს.