რუსთავში დაინფიცირებული მამაკაცის შვიდივე ახლო კონტაქტის ანალიზის პასუხი უარყოფითია. „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა მამაკაცის მშობლებს, დედმამიშვილებს, ბიძასა და მეგობრებს. ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფება და, შესაძლოა, უახლოეს საათებში, მათი საკარანტინო სივრცეებში გადანაწილება მოხდეს, რათა შემდეგი 14 დღის განმავლობაში მათზე დაკვირვება გაგრძელდეს. ამ დროისთვის 35-მდე გარე კონტაქტია მოძიებული.