საქართველოს რეგიონებში მდებარე კლინიკებში კორონავირუსით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ. ამ დროისთვის რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთს დღეს განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს. კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება დღეს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან. შუახნის მამაკაცს, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, გამოჯანმრთელება გუშინ განმეორებითი ტესტით დაუდასტურდა.
ქუთაისის ინფექციურ სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ორი პაციენტი დარჩება. ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა ბოლნისის რაიონში. აქ ამ დრომდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება ორი სოფელი – მუშევანი და გეტა. სულ ბოლნისის რაიონში „კოვიდ-19“-ის 185 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 89 უკვე გამოჯანმრთელდა, ოთხი კი ფატალურად დასრულდა.