მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მარნეულის მერიაში დაუდასტურეს. მარეთში ეს „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევაა.
მარეთში აჭარიდან სტიქიის დროს ჩამოსახლებულები ცხოვრობენ. საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ახალი შემთხვევებიდან, რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი სოფელ მარეთიდან.