ბოლნისისა და თეთრიწყაროსგან განსხვავებით, ეპიდსიტუაცია უკეთესია მარნეულში. ბოლო ორ დღეში მუნიციპალიტეტში აღებული 926 „პისიარ ტესტიდან“ 700-ზე მეტი პასუხი უარყოფითია. დანარჩენ ნიმუშებთან დაკავშირებით, ლუგარის ლაბორატორიაში კვლევა ჯერ ისევ გრძელდება.
ამასთან, უარყოფითია „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი ოცივე ტესტის პასუხიც. კვლევები ორ მოქალაქეს და კლინიკის 18 თანამშრომელს კი გეგმური შემოწმების ფარგლებში ჩაუტარდა.
49 დღეა, ლიკა ალელიშვილი მარნეულში მუშაობს და, შესაბამისად, დეტალებსაც სწორედ ის მოგვაწვდის – „მოამბის“ პირდაპირ ეთერს ის ახლა ბოლო ინფორმაციით უერთდება.