მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოცივე ტესტის პასუხი უარყოფითია. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, კვლევები, გეგმური შემოწმების ფარგლებში, ორ მოქალაქესა და კლინიკის 18 თანამშრომელს ჩაუტარდა. პარალელურად, მუნიციპალიტეტში 600-მდე ადამიანის ანალიზის შედეგს ელოდებიან.
ლიკა ალელიშვილი მუშაობს მარნეულში და ბოლო ინფორმაციას სწორედ ის მოგვაწვდის.