კახეთში ინტენსიური სამედიცინო შემოწმება გრძელდება. ნიმუშებს სპეციალისტები იღებენ როგორც „ცხელების ცენტრებიდან“, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიმდინარეობს მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების კვლევა, მათ შორისაა სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები, ასევე მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები და საბაჟოს თანამშრომლები.
გუშინ ლუგარში კახეთიდან 225 ნიმუში გაიგზავნა. ჯერჯერობით ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. დღეის მდგომარეობით, რეგიონში „კოვიდ-19“-ის არცერთი დადასტურებული ფაქტი არ გვაქვს.