COVID-19 - ვითარება ბოლნისის საკარანტინო ზონაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში დამატებითი რეკომენდაციები გასცა. ეს ის რეგიონებია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სულ დადასტურებულია 189 შემთხვევა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, სადაც 107 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ დაასრულა შეხვედრა ბოლნისში და შეხვედრის დეტალებს და რეკომენდაციებს გიორგი კობერიძე გაგვაცნობს – რა დამატებითი ღონისძიებები გატარდება ბოლნისში კორონავირუსის შესაკავებლად.