ბოლნისში 48 პირის კვლევის პასუხს ელოდებიან. უმრავლესობა სოფელ გეტაში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და სავარაუდო კონტაქტები არიან. აღნიშნული სოფლიდან ამ დროისთვის ოთხი კოვიდინფიცირებულია.
საკვლევად გადაგზავნილია სოფელ მუშევანში გამოვლენილი ბოლო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ასევე, „ცხელების ცენტრში“ მოთავსებული ორი პაციენტისა და თვითიზოლაციაში მყოფი შვიდი პირის საკვლევი მასალები. პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ბოლნისში ამ დროისთვის კორონავირუსით 121 დაინფიცირების ფაქტი ფიქსირდება, მათგან 32 გამოჯანმრთელდა. სამი გარდაიცვალა, 145-მდე შემცირდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა, ხოლო 96 კვლავ კარანტინში რჩება.