ბოლნისში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება. ეპიდემიოლოგებს დღეს დაგეგმილი აქვთ სოფელ გეტაში კვლევის გაგრძელება, სადაც ამ დროისთვის ოთხი შემთხვევაა დადასტურებული. ბოლნისში კორონავირუსის 121 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 26 გამოჯანმრთელდა სამი კი გარდაიცვალა.