რაც შეეხება ჩაკეტილ ზონებს, ახალი შემთხვევებიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება. ვირუსი სოფელ მუშევანში დაფიქსირდა, სადაც 28 დადასტურებული ფაქტია და 25 აპრილის შემდეგ, სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ბოლნისი კვლავ რთულ რეგიონად რჩება, სადაც ჯამში, „კოვიდ-19“ 121 პირს დაუდგინდა. „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტებში რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას.
გიორგი კობერიძე გვიერთდება ბოლნისიდან.