COVID-19 - ვითარება აჭარაში

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ ორი პაციენტი დღესვე გაწერონ. ამჟამად კლინიკაში 24 პაციენტი რჩება, მათგან რამდენიმეს კორონავირუსი საკონტროლო ტესტების შემდეგ არ დაუფიქსირდა, თუმცა, ვირუსის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ, ისევ კლინიკაში რჩებიან.

შედარებით გაუმჯობესდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 78 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვითი სუნთქვიდან ორი დღის წინ მოხსნეს. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.