საქართველოს მასშტაბით კლინიკებში 310 კოვიდინფიცირებული რჩება – 317-მა ადამიანმა კი კორონავირუსი უკვე დაამარცხა. დღეს პირველად დაფიქსირდა, რომ ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტი, კოვიდინფიცირებულებზე მეტია. დილიდან საქართველოში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რვა ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
გადავხედოთ, როგორია მდგომარეობა საავადმყოფოებში, სადაც კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ. დავიწყოთ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოთი, სადაც 44 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს ახლა თათია ტაბეშაძე მოგვაწვდის პირდაპირ ეთერში.