უკვე ზედიზედ მე-5 დღეა, საქართველოში „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ინფიცირებულებს მნიშვნელოვნად აღემატება. დღეს ქვეყანაში სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. რვა ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
სულ საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, ათი კი გარდაიცვალა. ახალი პაციენტებიდან ერთი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კი ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
მარიამ სეთურიძე დეტალებით.