ინფიცირების 638 დადასტურებული ფაქტი, 317 განკურნებული და 11 გარდაცვლილი – ასეთია ბოლო სტატისტიკა ქვეყანაში. 37 კოვიდინფიცირებული რჩება თბილისის ინფექციურში. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, 53 პაციენტიდან, ხუთი საყურადღებოა.
პაციენტებს შორის რჩება ცხრა არასრულწლოვანიც, მათ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. სამედიცინო დაწესებულებაში დღეს სამი პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.