კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ ცხრა მოქალაქეს დაუსვეს, შესაბამისად, ამ წუთისთვის ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, 635 შემთხვევა გვაქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზედიზედ უკვე მეოთხე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს.
დილის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის დამარცხება კიდევ 13 პაციენტმა შეძლო. ინფიცირებულებიდან ორი ახალი პაციენტი დაემატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც ამჟამად „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 53 პირი მკურნალობს.
მარიამ სეთურიძე განაგრძობს საუბარს და გვეტყვის, რა მდგომარეობაა დედაქალაქის კლინიკებში და როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა – რა ვიცით ახალი შემთხვევების შესახებ?