ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების ტემპები არ იკლებს აშშ-სა და რუსეთში. ამერიკაში დღეში საშუალოდ 20 000-მდე ადამიანი ინფიცირდება. დაავადებულთა ყოველდღიური რაოდენობა მცირედით შემცირდა რუსეთში, სადაც ხელისუფლებამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყო.
ვითარება საყურადღებოა ირანში, პიკის გადავლის შემდეგ, დღეს 2 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 22 აპრილიდან დაიწყო. ვითარების დასტაბილურება ჯერ ისევ ვერ ხერხდება მეზობელ სომხეთში.