COVID-19 - ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შეიცვალა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა – სულ განკურნებულია 215 ადამიანი. დღეს დილით შეიცვალა კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკაც. ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ის 589 შემთხვევაა დადასტურებული.

დღის ბოლომდე ხუთი გამოჯანმრთელებული პირი დატოვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, შედეგად კლინიკაში 40 ინფიცირებული პაციენტი დარჩება, რომელთა შორის არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. განმეორებითი ტესტირება დღეს სამ პაციენტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ.