ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა და რვა გამოჯანმრთელებული – ასეთია დღეს დილით განახლებული მონაცემები. ახალი კორონავირუსით საქართველოში ამ დროისთვის 589 დადასტურებული შემთხვევაა.
თეონა ხუბულავა მოგვაწვდის უახლეს ინფორმაციას ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ – თუ არის ცნობილი, სად გადაიყვანეს ის პაციენტები, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ „კოვიდ-19“ და არის თუ არა ცნობილი მათი დაინფიცირების წყარო.