ცოტნე გამსახურდიას საქმე

პროკურატურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმად, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული თორნიკე ქვათაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ბრალდებულს, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს, პატიმრობა შეეფარდათ.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.