„ცხელების ცენტრები“ და თერმოსკრინინგი რეგიონებში

 მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახისა და სოფლის ექიმების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. ისინი სოფლების ამბულატორიებში, ასევე ახლადშექმნილ „ცხელების ცენტრებში“ იმუშავებენ და საეჭვო პაციენტებს გამოიკვლევენ. სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ერთვება ახლა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შემცირდეს. ინფექციის კონტროლის მიზნით, სპეციალური ტრენინგები აქტიურად მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში.