"ციანიდის საქმეზე" სასამართლო სხდომა დაიხურა - დეკანოზმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა. მანამდე განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის დახურვას  არ ეთანხმებოდა ბრალდებული დეკანოზი. მან სასამართლოს სიტყვით მიმართა, თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ მისი სიტყვით გამოსვლის შინაარსი სხდომის დახურვის საკითხს არ ეხებოდა.

დეკანოზი მის უდანაშაულობაზე და ზეწოლაზე საუბრობდა. მოსამართლემ სხდომა შუამდგომლობის მსჯელობის ნაწილში დახურა, რის მერეც დეკანოზმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

თეონა ხუბულავა განავრცობს თემას.