"ციანიდის საქმეზე" ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კომენტარს აღარ აკეთებს
ე.წ. ციანიდის საქმეზე გუშინდელი ხმაურიანი განცხადების შემდეგ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კომენტარს აღარ აკეთებს. გუშინ, ილიაობის დღესასწაულისადმის მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ, ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია და დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამნაშავედ მიიჩნევს.
ქორეპისკოპოს იაკობის აზრით, დეკანოზის თაობაზე ასეთივე აზრისაა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მღვდელმთავრების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ბოლომდე უნდა გასცეს პასუხი ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას.
ხუთთვიანი განხილვის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა.